„ჩვენ ყველაზე მეტი აქცენტი ახლა უნდა გადავიტანოთ კლინიკურ მართვაზე, რადგან შემთხვევების მატების შეჩერება უკვე წარმოუდგენლად მეჩვენება, - განაცხადა ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა ქვეყანაში არსებულ კოვიდსიტუაციაზე.
მისი თქმით, გაზრდილი შემთხვევების შეჩერება წარმოუდგენელი ხდება.
„ჩვენ ყველაზე მეტი აქცენტი ახლა უნდა გადავიტანოთ კლინიკურ მართვაზე, რადგან შემთხვევების მატების შეჩერება უკვე წარმოუდგენლად მეჩვენება.
ან უნდა გამოცხადდეს საყოველთაო კარანტინი, რაც ასევე წარმოუდგენლად მეჩვენება რადგან ერთმა ასეთმა მცდელობამ, სერიოზული პრობლემები შექმნა და ვერც დაგვიცვა უბრალოდ გადაავადა ან ჩვენ ვეგუებით ამ სტატისტიკის მატებას მაგრამ მთელი ძალსიხმება უნდა იყოს გადატანილი, რომ რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგი იყოს - ანუ კლინიკური მართვა იყოს საუკეთესო",- თქვა ბუწაშვილმა.