პარტია "ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია " Greenberg Quinlan Rosner "-ის მიერ ჩატარებულ კველევებს არასერიოზულად მიიჩნევს.
"ასეთ კვლევებზე კომენტარის გაკეთება ზედმეტია. მე მოსახლეობას ვხვდები სხვადასხვა რაიონებში და იქ სხვაგვარი მდგომარეობაა. ხალხი კვლავ ელის დასაქმებას,"-განაცხადა ირაკლი ალასანიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა ამერიკულმა კომპანიამ " Greenberg Quinlan Rosner "-მა სექტემბერსა და ოქტომბერში მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 200 ინტერვიუერი გამოკითხა. კვლევა პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებს ეხებოდა.