ეროვნულმა კინოცენტრმა ახალი კონკურსები გამოაცხადა.
სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის წარმოების დასაფინანსებლად (2011 წელი) საკონკურსო ფონდში 750 000 ლარია გათვალისწინებული. დედლაინის წარდგენის ბოლო ვადა ამა წილის 12 ნოემბერს გადის.
ეროვნული კინოცენტრი აცხადებს კონკურსს სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების (კოპროდუქციის) დასაფინანსებლად (2011 წელი). განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 1 ნოემბერი.
ცხადდება კონკურსი სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის წარმოების დასაფინანსებლად, რომლის ფონდიც 200 000 ლარია. დედლაინის წარდგენის ბოლო ვადა 2010 წლის 17 დეკემბერია.
ასევე, ცხადდება კონკურსი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის წარმოების დასაფინანსებლად. საკონკურსო ფონდი 150 000 ლარს შეადგენს. განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2010 წლის 24 დეკემბერია.
კონკურსები ტარდება ორ ტურად. საექსპერტო კომისია გამარჯვებულებს 2011 წლის იანვარში გამოავლენს.
ეროვნული კინოცენტრის მიზანია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით ეროვნული ფილმების წარმოების დაფინანსება. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს ან საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს.