ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩები დღეს საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარესთან და დეპუტატებთან შეხვედრას გამართავენ. საუბარი შეეხება საქართველოსთან თანამშრომლობისა და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხებს შეეხება.
განიხილება ასევე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები და საქართველოს დეოკუპაციის საკითხები.
"ნატოს ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩები არიან ის მხარდამჭერები, რომლებიც ცალსახად აფიქსირებენ თავიან პოზიციას იმ საკითხში, რომ პირველ რიგში უნდა მოხდეს საქართველოს დეოკუპაცია და დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების ნომები, 12 აგვისტოს ხელშეკრულება რუსეთის მხრიდან. ეს ადამიანები მხარს უჭერენ ჩვენს ინტეგრაციას ნატოში და ამ საკითხებზე იქნებ საუბარი დღეს", _ აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი.