ნატოს საინფორმაციო ცენტრში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩები ეროვნული და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ხვდებიან.
ღონისძიებას ასევე ესწრება სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი. შეხვედრა ნატოს კვირეულის ფარგლებში ტარდება და ნატოს დელეგაციაც სწორედ ამ მიზნით იმყოფება საქართველოში.
"ნატოს ელჩების ვიზიტის მნიშვნელობა იზრდება, რაც უფრო ვუახლოვდებით ლისაბონის სამიტს. მოგეხსენებათ, რომ ეს არ არის მორიგი სამიტი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია რაც იტყვის საქართველოსთან მიმართებაში ეს სამიტი და შესაბამისად, როგორც ჩანს ამ ელჩების ვიზიტიც დაკავშირებულია ამ მოსამზადებელ სამუშაოებთან. ჩვენის მხრიდან მათ ყველა საჭირო ინფორმაცია მიეწოდებათ", _ აცხადებს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი.