სტამბოლში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) შტაბ-ბინაში, BSEC -ის წევრი ქვეყნების უფროსი თანამდებობის პირთა შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო სტამბოლში საქართველოს კონსულმა ივანე ნადაშვილმა.
მხარეებმა განიხილეს BSEC -ის ეფექტურობის გაზრდა, საფინანსო საკითხები, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები, რეგიონალური პროექტების განხორციელება და სხვა.
მხარეებმა განიხილეს დეკლარაციის პროექტი, გარემოს დაცვის საკითხებზე, სახელწოდებით " Combating Climate Change in the wider Black Sea Area ".
საქართველოს დელეგაციამ გააკეთა განცხადება, რომელშიც ასახულია რუსეთის დანაშაულებრივი ქმედებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გარემოს დაცვის სფეროში, რომელიც უდიდეს ზიანს აყენებს შავი ზღვის რეგიონის ეკოლოგიურ მდგომარეობას.
აღნიშნული განცხადება თან დაერთო უფროსი თანამდებობის პირთა შეხვედრის საბოლოო ანგარიშს.