საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა.
შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა. მხარეებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის განვითარებაზე, ავღანეთში ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობასა და ლისაბონის სამიტისთვის მზადების პროცესზე ისაუბრეს.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე ნატოს კვირეულსა და "ომის ფეთქებადი ნარჩენების გაუვნებელყოფის და სამედიცინო რეაბილიტაციის" ნდობის ფონდის პროექტს.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩებს აღნიშნული პროექტის ფარგლებში გაწეული დახმარებისთვის და ნატოში საქართველოს ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის.