22 ოქტომბერს, 09:30 საათზე, ვიცე-პრემიერმინისტრი, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თემური იაკობაშვილი შეხვდება ნატოში 4 ქვეყნის ელჩებს, რომლებიც ნატოს კვირეულის ფარგლებში ვიზიტით თბილისში იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, შეხვედრა გაიმართება ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში.