აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე ევროატლანტიკური საბჭოს წევრებს შეხვდა.
შეხვედრისას ვარშალომიძემ რეგიონში განხორციელებულ და განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა. მხარეებმა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებზედაც ისაუბრეს.
"საუბრის ძირითადი თემა აჭარის ეკონომიკური აღმავლობა იყო, ეს ძალიან კარგი მაგალითია აფხაზი და ოსი მოსახლეობისთვის, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. მათ უნდა დაინახონ, როგორ ვითარდება რეგიონი ავტონომიური რესპუბლიკის ფარგლებში", - განაცხადა ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელმა დეიმონ ვილსონიმ.
დღესვე ევროატლანტიკური საბჭოს წევრები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ატლანტიკური საბჭოს წევრები საქართველოს 18 ოქტომბერს ესტუმრნენ.