ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა ელჩმა საქართველოში ჩენ ძიან ფუმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე ნალბანდოვს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.
ოფიციალური ცერემონიის შემდეგ შეხვედრა გაიმართა, რომელზედაც მხარეებმა საქართველო-ჩინეთის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ელჩს ჩინეთის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის და უსურვა წარმატებები სამომავლო საქმიანობაში.
ელჩმა გამოხატა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას და ორი ქვეყნის თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.