ხვალ, 22 ოქტომბერს, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი ნატოს დელეგაციის წევრებს შეხვდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, შეხვედრა ნატოს კვირეულის ფარგლებში 09:30 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ნატოს დელეგაცია საქართველოს 20 ოქტომბერს ესტუმრა. ნატოს წევრი ქვეყნების ელჩები ქართველ ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და თსუ-ის სტუდენტებს უკვე შეხვდნენ და ნატოს სამეკავშირეო ოფისში პროგრამა "პარტნიორობა მშვიდობისათვის ნდობის ფონდი" ოფიციალურად გახსნეს.
დაგეგმილია ელჩების ვიცე პრემიერ-მინისტრ გიორგი ბარამიძესთან, საქართველოს მთავრობის სხვა წევრებთან, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან შეხვედრა.