"დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განმარტებით, მისი მოძრაობა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის ინიციატორმა 8 პარტიამ დისკუსიებისგან ხელოვნურად გამიჯნა. ამის შესახებ ბურჯანაძემ "პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
"1-ელ შეხვედრაზე ჩვენი პარტიის წევრი გია კობახიძე იმყოფებოდა, თუმცა შემდეგ "შერატონ მეტეხი პალასში" გამართულ დასკვნით შეხვედრაზე "დემოკრატიული მოძრაობა" აღარ მიუწვევიათ. ამის შემდეგ გუბაზ სანიკიძე ამბობდა, რომ ბურჯანაძეს "შერატონში" მისვლა შეეძლო და თვითონ არ მოვიდაო, მაშინ, როცა შეხვედრის წინა დღეს სრულიად შემთხვევით, სხვა პირისგან გავიგე, რომ 8 ოპოზიციური პარტია მომდევნო დღეს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვას აპირებდა და იქ ვერ მივიდოდი", - განაცხადა ბურჯანაძემ.