თბილისი ზღვის ბაზაზე საჩვენებელი სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოში ვიზიტად მყოფი ნატოს წევრი ქვეყნების ელჩები ესწრებიან.
ნატოს დელეგაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აჩვენებენ, როგორ ხდება მიწისძვრის დროს დაზარალებულების ნანგრევებიდან და ავტომანქანების შეჯახების დროს მანქანიდან დაშავებულების ამოყვანა. ასევე დაგეგმილია სხვადასხვა სახის საჩვენებლი წვრთნები.
შეგახსენებთ, რომ ნატო-ს დელეგაცია საქართველოს გუშინ ესტუმრა. ნატოს წევრი ქვეყნების ელჩები ქართველ ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და თსუ-ს სტუდენტებს უკვე შეხვდნენ. ასევე ნატოს სამეკავშირეო ოფისში პროგრამა "პარტნიორობა მშვიდობისათვის ნდობის ფონდი" ოფიციალურად გახსნეს.
ასევე დაგეგმილია ელჩების ვიცე პრემიერ-მინისტრ გიორგი ბარამიძესთან, საქართველოს მთავრობის სხვა წევრებთან, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან შეხვედრაც.