საქართველოში ნატოს პროგრამა "პარტნიორობა მშვიდობისათვის ნდობის ფონდი" ამოქმედდა. პროგრამა ომის შემდეგ ფეთქებადი ნივთიერებებისგან ტერიტორიების გაწმენდას და დაზარალებულთა დახმარებას ითვალისწინებს.
პროექტის ღირებულება შეადგენს 2 მილიონ 800 ათას ევროს, რომლის ხანგძლივობა 15 თვეა.
"ეს პროექტი ქართულ სამხედრო-საინჟინრო ბატალიონს შესაძლებლობას მისცემს საქართველოს ტერიტორიაზე ომის შემდეგ დარჩენილი ფეთქებადი ნივთიერების პრობლემას თავი თავად გაართვას. ასევე გარკვეული დროის შემდეგ მიღებული ცოდნა და გამოცდილება ნატოს ოპერაციების ჰუმანიტარულ მისიებში მონაწილეობის დროს გამოიყენოს", - აღნიშნა პროექტის ხელმძღვანელმა დევიდ თაუნდროუმ.