"ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები" სახელმწიფო ბიუჯეტით უკმაყოფილოები არიან.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "თავისუფალი დემოკრატებმა" შეხვედრა დღეს ექსპერტებთან გამართეს.
"ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის უპასუხისმგებლო მთავრობის მიერ შემოთავაზებული ბიუჯეტი, რომელზეც უნდა განხორცილდეს დიდი ზეწოლა არა მხოლოდ პოლიტიკური ოპოზიციის ხრიდან ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ექსპერტების მხრიდან", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
მისი თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ისეთი პრიორიტეტული სფეროების დაფინანსება, როგორიც არის სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა და განათლება კიდევ უფრო შემცირდა.
ამასთან, "თავისუფალი დემოკრატები" მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების მხრიდან მტკიცება, რომ ბიუჯეტი გაიზარდა სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ეკონომიკაში სერიოზული პრობლემებია.
"ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრებები და შენიშვნები ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით. ფასები გაიზარდა პროდუქტზე, მაგრამ ხელფასები დარჩა იგივე. საარსებო მინიმუმი 140 ლარია, პენსია კი 70 ლარი. სერიოზული პრობლემებია ეკონომიკაშიც"- აღნიშნა პარტიის წევრმა დავით ონოფრიშვილმა.