ნატოს დელეგაცია განაგრძობს შეხვედრებს ნატოს სამეკავშირეო ოფისში, სადაც ოფიციალურად "პარტნიორობა მშვიდობისათვის ნდობის ფონდის" პროექტი იხსნება.
მანამდე კი ალიანსის წევრი ქვეყნის ელჩებმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართველ ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.
"შეხვედრაზე ძალიან საინტერესო საკითხები განვიხილეთ. ჩვენ ვემზადებით ლისაბონის სამიტისთვის, რომელზეც მნიშვნელოვანი დოკუმენტი უნდა მივიღოთ. რა თქმა უნდა განვიხილავთ ნატო-საქართველოს დიალოგის დაწყებასაც, თუ სად ვხედავთ პროგრესს. ასევე რუსეთთან ურთიერთობების საკითხიც დაისვა. დიალოგი რაიმე ღირებულებებზე უნდა იყოს დაფუძნებული. ჩვენ მუდმივად შევახსენებთ რუს მეგობრებს, რომ ვალდებულების უნდა შეასრულონ", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნატოში ლიტვის ელჩმა ილინას ლინკევიჩუსმა.
ნატოს დელეგაცია ალიანსის კვირეულის ფარგლებში საქართველოს გუშინ ეწვია. ელჩები შეხვედრებს გამართავენ ვიცე პრემიერ-მინისტრ გიორგი ბარამიძესთან, საქართველოს მთავრობის სხვა წევრებთან, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან და სტუდენტებთან.