ხაშურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს, გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიება, პატიმრობა შეუფარდა.
პროცესი დისტანციურად ჩატარდა. გამოძიება დაკავებულს განზრახ სხეულის მძიმე დაზიანებას და იარაღის შენახვა-ტარებას ედავება.
ბრალდებულის ადვოკატი გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით, ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.
შეგახსნებთ, შემთხვევა ხაშურში რამდენიმე დღის წინ მოხდა. სამშენებლო მასალების კომპანიაში მენეჯერმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რასაც ყოფილი თანამშრომლის გარდაცვალება მოჰყვა.