საქართველო ნატოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანაა.
ამის შესახებ ეროვნულ ბიბლიოთეკაში ნატოს წევრი ქვეყნების ელჩების, ქართველ ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრაზე, ნატოში ლატვიის მუდმივმა წარმომადგენელმა იანის ეიჩ მანისიმ განაცხადა.
"პირველ რიგში მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება საქართველოში კვლავ ჩამოვსულიყავი. საქართველოს ნატოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია და თქვენი ქვეყანას მეგობრები ყველანაირად უწყობთ ხელს საშინაო დავალების შესრულებაში, რომლის საბოლოო მიზანი ალიანსში ქვეყნის საბოლოო გაწევრიანებაა. ამ პროცესში ნატოს კვირეულის ფარგლებში გამართული ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა იანის ეიჩ მანისიმ.
ალიანსში ლიტვის მუდმივი წარმომადგენლის ლინას ლიკევიჩუსის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრა ნატოს ლისაბონის სამიტის წინ იმართება, სადაც ალიანსი ახლა სტრატეგიულ კონცეფციას მიიღებს.
"ამ პროცესში ნატოს წევრი ქვეყნების გარდა, ჩართულია საქართველოც როგორც ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი", - აღნიშნა მან.
ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართველ ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ნატოს ელჩები ალიანსის სამეკავშირეო ოფისში გაემგზავრება, სადაც ოფიციალურად გაიხსნება "პარტნიორობა მშვიდობისათვის ნდობის ფონდის" პროექტი.
ასევე დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ ვიცე პრემიერ-მინისტრ გიორგი ბარამიძესთან, საქართველოს მთავრობის სხვა წევრებთან, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან და სტუდენტებთან.