საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ტრანსპორტის, ენერგეტიკის და გარემოს დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის ქვეკომიტეტის პირველი სხდომა მიმდინარეობს.
როგორც სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებთან საუბარში ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ირაკლი დავითაძემ აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან წლის ბოლომდე ევროკავშირის ქვეყნებთან ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმებას უნდა მოეწეროს ხელი.
ქართული მხრიდან ქვეკომიტეტის სხდომას საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი თეა ახველედიანი, ხოლო ევროპული მხრიდან - ევროკომისარი საგარეო ურთიერთობათა გენერალური დირექტორის უკრაინის, ბელორუსის, მოლდოვას და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სამმართველოს უფროსი ჯონ კაერი უხელმძღვანელებს.
სხდომა დღეს 18:00 საათამდე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირთან აღნიშნული ფორმატი 14 სექტემბერს ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის კომიტეტზე დაარსდა.