რუსეთის მიერ ოკუპირებიული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. პარლამენტს პრემიერ-მინისტრის პოსტზე გენადი ბეკოევი წარუდგინა.
ინფორმაციას დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მანამდე ბეკოვი ე.წ. ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
ე.წ. პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ბიბილოვმა ყოფილი დე ფაქტო მთავრობა ცხინვალში დაწყებული სახალხო მღელვარების შემდეგ დაითხოვა.
პროტესტი ცხინვალის იზოლატორში ინალი ძაბიევის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებას მოჰყვა.