დღეს, 21 ოქტომბერს, 09:45 საათზე, ნატოში ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის ელჩები და ამერიკის ელჩის მოადგილე ეროვნულ ბიბლიოთეკაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს შეხვდებიან.
11:30 საათზე კი ნატოს სამეკავშირეო ოფისში ნატო, საქართველო, ჩეხეთის რესპუბლიკა, ესტონეთი და ლიტვა ოფიციალურად გახსნიან ნატოს "პარტნიორობა მშვიდობისათვის ნდობის ფონდის" პროექტს, რომელიც საქართველოსთვის ომის ფეთქებადი ნარჩენებისა და სამედიცინო რეაბილიტაციის სფეროში დახმარებას ითვალისწინებს.
საქართველოში 18-23 ოქტომბერს ნატოს კვირეული ტარდება. ნატო-ში ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის ელჩები და ამერიკის ელჩის მოადგილე საქართველოს ნატოს კვირეულის ფარგლებში სტუმრობენ.
22 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ნატოს წარმომადგენლები შეხვედრებს გამართავენ ვიცე-პრემიერმინისტრ გიორგი ბარამიძესთან, საქართველოს მთავრობის წევრებთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სტუდენტებთან. დაგეგმილია სხვა ღონისძიებებიც.