ხვალ, 21 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის ქვეკომიტეტის სხდომა გაიმართება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.
"ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების ფარგლებში შეიქმნა ახალი ქვეკომიტეტი, რომელიც ევროკავშირთან მიმართებაში მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს. 21 ოქტომბერს დაგეგმილ სხდომაზე კი ჩვენთვის ისეთი პრიორიტეტული საკითხები განიხილება, როგორც არის ტრანსპორტის, ენერგეტიკის და გარემოს დაცვის საკითხებს", - აღნიშნა კალანდაძემ.
მისი თქმით, შეხვედრაში ქართული მხრიდან სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.