დაღესტნის კიზილიურტის რაიონში კონტრტერორისტული რეჟიმი გამოცხადდა. ამჟამად იქ სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ბოევიკების ჯგუფი, რომელთა რაოდენობაც ჯერ ჯერობით უცნობია სოფელ ბავტუგაიშია ბლოკირებული. მიმდინარეობს სპეცოპერაცია. გახსნილია ცეცხლი.
მსხვერპლის შესახებ, ჯერ ჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.