პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას გამოწვევა, მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით, უმრავლესობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა მიიღო.
ამის შესახებ განცხადება "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა წევრმა ვაკო ავალიანმა გააკეთა.
მისი თქმით, "თავისუფალი დემოკრატების" სურვილია, რომ საზოგადოებას მოესმინა პრემიერ-მინისტრის, ფინანსთა მინისტრის ან პარლამენტის თავმჯდომარის მოსაზრებები მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით.
"ამ გამოწვევას მხოლოდ კუბლაშვილი დათანხმდა. შესაბამისად, ალასანიას და კუბლაშვილის დებატები ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემა "არგუმენტებში" დღეს შედგება,"-განაცხადაავალიანმა.
შეგახსენებთ, რომ "თავისუფალმა დემოკრატებმა" 2011 წლის ბიუჯეტის პროექტი 18 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე მწვავედ გააკრიტიკეს.