ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ხვალ, 21 ოქტომბერს, შიდა ქართლის რეგიონს ეწვევიან.
დელეგაცია ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება და ადრეული აღდგენის პროგრამის შედეგებს გაეცნობა.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივის მიზანია 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებული რეგიონების ხელშეწყობა. 4.4 მილიონი ევროს ღირებულების ორწლიანი პროგრამა ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები