3-4 ნოემბერს ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მანუჩეხრ მოტაკი ეწვევა.
აღნიშნული "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკვე დაუდასტურეს.
ირანის საგრეო უწყების ხელმძღვანელი ქართველ კოლეგას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს შეხვდება, რის შემდეგაც მინისტრები საქართველოსა და ირანს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულებას გააფორმებენ.
წინასწარი ინფორმაციით, მანუჩეხრ მოტაკი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსაც შეხვდება.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის სხვა დეტალები ამ დროისთვის მუშავდება.