საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ავსტრიიდან კონსული თამარ კიკვიძე გამოიწვია.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებაში უკვე დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, კონსულის ვაჟმა ავსტრიის მოქალაქე დაჭრა, რაც თამარ კიკვიძის გამოწვევის მიზეზი გახდა.
საქმეს გენერალური ინსპექცია იძიებს და საგარეო საქმეთა სამინისტრო მათი დასკვნის შესაბამისად მიიღებს გადაწყვეტილებას.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, თამარ კიკვიძე თავის მოვალეობას კარგად ასრულებდა, თუმცა, "დიპლომატიურ ცხოვრებაში არსებობს ბერი სხვა რამ, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს".
მისივე თქმით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ინციდენტის სხვა დეტალები ამ დრომდე არ ხმაურდება.