25 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.0778 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 3.0743 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.35 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.6429 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6366 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.63 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4161 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 4.0421 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 26 აგვისტოდან შევა ძალაში.