პერევიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განაცხადება ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა შეაფასა.
თემურ იაკობაშვილის თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება დარჩა "ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა".
"იმიტომ, რომ მას არავინ დაეთანხმა. ყველა ის განცხადება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებისაგან, ასევე, ევროკავშირის ხელმძღვანელობისაგან, აბსოლუტურად საპირისპიროა. ისინი ემთხვევა ჩვენს მოსაზრებებს, რომ პერევიდან რუსების გასვალ არის პატარა, მაგრამ სწორი ნაბიჯი", - აღნიშნა იაკობაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პერევიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანის შემდეგ, რუსეთის საგრეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება: "პერევის დასახლებული პუნქტიდან რუსული სასაზღვრო საგუშაგოს გაყვანით ჩვენს მიერ "მედვედევი-სარკოზის" გეგმის საეჭვოდ შესრულების საკითხი საბოლოოდ დახურულია".
სერგეი ლავროვის უწყებამ პერევიდან რუსი ოკუპანტების გასვლას "კეთილი ნების მოქმედება" უწოდა.