საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავსტრიიდან საქართველოს კონსულის გამოწვევის ფაქტს ადასტურებს. ავსტრიიდან საქართველოს კონსულის ანა კიკვიძის გამოწვევის კონკრეტული მიზეზი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ნინო კალანდაძეს არ დაუკონკრეტებია, თუმცა განმარტა, რომ კიკვიძის საქმეს გენერალური ინსპექცია იძიებს.
"დიპლომატის გამოწვევის მიზეზი რამდენიმე შეიძლება არსებობდეს. ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს. საქმეს იძიებს გენერალური ინსპექცია და მათი დასკვნის შესაბამისად მიიღებს საგრეო საქმეთა სამინისტრო გადაწყვეტიელბას. თვითონ კონსულის საქმიანობას რაც შეეხება, არაჩვეულებრივი კონსულია, მშვენივრად ასრულებდა თავის მოვალეობას, თუმცა დიპლომატის ცხოვრებაში არსებობს კიდევ ბევრი სხვა რამ, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს და მოკვლევა დაადგენს ყველაფერს", - განაცხადა კალანდაძემ.