საქართველოში განსახორციელებელ რეფორმებთან დაკავშირებით აშშ-ის ატლანტიკის საბჭოს წევრები რეკომენდაციებს მოამზადებენ. როგორც "ქრისტიან-დემოკრატები~ აცხადებენ, მათთან გამართული შეხვედრისას სწორედ ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებულ საკითხებზე იყო საუბარი.
"ქრისტიან-დემოკრატების~ და აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს დელეგაციის შეხვედრა დღეს პარლამენტში, დახურულ კარს მიღმა გაიმართა.
როგორც შეხვედრის შემდეგ "ქრისტიან-დემოკრატების~ წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, შეხვედრაზე ისაუბრეს მოსალოდნელ საფრთხეებზე და ა.შ.
ვეფხვაძე იმედოვნებს, რომ ატლანტიკის საბჭოს მიერ დღეს მოსმენილი მოსაზრებები მათ საბოლოო რეკომენდაციებში აისახება, რომელიც ექსპერტებმა ამერიკული მხარისთვის უნდა მოამზადონ.
"ასეთი დოკუმენტი პირველად იქმნება და იმედი მაქვს, რომ მათი რეკომენდაციები ახლოს იქნება ჩვენ მოსაზრებებთან და ამ რეკომენდაციებს ხელისუფლება ისევე არ გამოკიდებს, როგორც ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გამოკიდა,~ - განაცხადა ვეფხვაძემ.