სომხეთში აშშ-ის სრულუფლებიანი ელჩი მარი იოვანოვიჩი იმედოვნებს, რომ მეთიუ ბრაიზა აზერბაიჯანში აშშ-ის ელჩის პოსტს დაიკავებს.
"ეს არის საკითხი, რომელსაც სენატი წყვეტს. მეთიუ ბრაიზა აშშ-ის პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის სრული მხარდაჭერით სარგებლობს. იმედი მაქვს, რომ მისი კანდიდატურა დამტკიცებული იქნება, თუმცა, ეს არის საკითხი, რომელსაც საბოოოდ აშშ-ის სენატი წყვეტს", - აცხადებს მარი იოვანოვიჩი.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილის მეთიუ ბრაიზას აზერბაიჯანში აშშ-ის ელჩად დანიშვნის საკითხის განხილვა აშშ-ის სენატმა გაურკვეველი ვადით გადადო.
აზერბაიჯანში ელჩად მეთიუ ბრაიზას დანიშვნაზე აშშ-ის სენატს 5 ოქტომბერს უნდა ემსჯელა, თუმცა საკითხის განხილვა ვერ მოესწრო და მისი განხილვა მომავლისთვის გადაიდო.
შეგახსენებთ, რომ მეთიუ ბრაიზას კანდიდატურის განხილვა 3 აგვისტოს მოხდა. მაშინ ბრაიზა სენატის წინაშე წარდგა, მაგრამ არ დაამტკიცეს. ბრაიზას კანდიდატურა მაშინ სენატორმაBბარბარა ბოკსერმა დაბლოკა.
აშშ-ს ზერბაიჯანში ელჩი 2009 წლის ივლისიდან არ ჰყავს.
2010 წლის პირველი ივლისიდან აზერბაიჯანში აშშ-ის ელჩის მოვალეობას ადამ სტერლინგი ასრულებს.