შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის მრჩევლებთან პირად საუბრებში თავდაცვის მდივნის, მარკ ესპერის გადაყენების შესაძლებლობები განიხილა, მათ შორის მზარდი განსხვავებების გამო. ინფორმაციას წყაროზე დაყრდნობით საერთაშორისო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს წყარო, ანონიმურობის დაცვის პირობით ირწმუნება, რომ დონალდ ტრამპი ესპერის გადაყენებას ნომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გეგმავს.
როგორც იუწყებიან დონალდ ტრამპის თავდაცვის მდივნის მიმართ უკმაყოფილების ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზი მარკ ესპერის უარი გახდა, მხარი დაეჭირა ტრამპის გადაწყვეტილებაზე, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ არეულობების ჩასახშობად ფედერალური ჯარის გამოყენების შესახებ.
უკმაყოფილების კიდევ ერთი მიზეზი მარკ ესპერის გადაწყვეტილებაა, რომლითაც შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებზე კონფედერატების დროშის აღმართვა აიკრძალა.
იუწყებოდნენ, რომ ტრამპი ეწინააღმდეგებოდა კონფედერატების დროშის აკრძალვას და ამას სიტყვის თავისუფლებით ხსნიდა.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა თავდაცვის მდივნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.