საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვმა ირანის ისლამურ რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მაჯიდ სამადზადე საბერი მიიღო.
შეხვედრის დროს განხილული იქნა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მანუჩეჰრ მოთაქის საქართველოში ოფიციალურ ვიზიტის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ ზემოხსენებული ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერება ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას, მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.