ჩინეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის ოფიციალური ვიზიტი 24 ოქტომბერს, იწყება. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში განუცხადეს, ჩინეთში ვიზიტისას საქართვრთველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური შეხვედრას გამართავს ჩინეთის ვიცე-პრემიერთან, ხოლო 29 ოქტომბერს მონაწილეობას მიიღებს "მსოფლიო ექსპო 2010"-ში, რომელიც შანხაიში 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ღონისძიება 5 წელიწადში ერთხელ ტარდება და ამჯერად მას ჩინეთის ქალაქმა შანხაიმ 6 თვის განმავლობაში უმასპინძლა. შანხაის გამოფენა პირველ მაისს გაიხსნა და 31 ოქტომბერს დაიხურება. ქართული პავილიონი შანხაის საგამოფენო სივრცეში 300 კვადრატულ მეტრზეა გაშლილი. პავილიონის დიზაინი ქართულმა კომპანია "პიქსელმა" მოამზადა.
ჩინეთიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური 30 ოქტომბერს ინდოეთში გაემგზავრება, სადაც შეხვედრას გამართავს ინდოეთის ბიზნესწრეების წარმომადგებლებთანბ. ნიკა გილაური თავის აზიურ ტურნეს 3 ნომებრს დაასრულებს.