"სახალხო წარმომადგენლობითი კრება" ხელისუფლებას ადამიანის უფლებების ხელყოფაში ადანაშაულებს.
მათი განცხადებით, სახალხო წარმომადგენლობითი კრების საინიციატივო ჯგუფმა 4 ოქტომბერს მიმართა სპოტის სასახლის ადმინისტრაციას, რათა 25 ნოემბერს მიეცათ დარბაზის ქირაობის საშუალება, რაზეც უარი მიიიღეს, ამის შემდგომ მათ განმეორებით მიმართეს სპორტის სასახლის ადმინისტრაციას, ამჯერად კი დადებით პასუხი არ მიუღიათ.
"მოვითხოვთ, ხელისუფლებამ შეწყვიტოს ამგავრი მეთოდების გამოყენებით ადამიანის უფლებათა ხელყოფა, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის 25-ე, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენცის მე-11, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-20 მუხლებით მინიჭებული შეკრებისა და აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება.
საერთაშორისო აქტები ავალდებულებს ნებისმიერ ხელისუფლებას ხალხს შეუქმნას გარანტიები ამ უფლების სარგებლობისათვის. სახალხო კრების სპორტის სასახლეში ჩატარების ხელშეშლა არის პირდაპირი პროვოცირება, რომ ხალხი შეიკრიბოს არა შენობაში არამედ ქუჩაში." - განმარტავს "სახალხო წარმომადგენლობითი კრება".
აქვე აცხადებენ, რომ სახალხო კრება ყოველგავრი წინაღმდეგობის მიუხედავად მაინც შედგება და ქართველი ხალხის ნებას წინ ვერავინ დაუდგება.
აღნიშნული ინფორმაცია გადაეგზავნება ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს.