ხელისუფლება მეწარმეებზე და ფიზიკურ პირებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან სესხის გაცემას აპირებს. მთავრობისთვის შესაბამისი უფლების მინიჭებას "საბიუჯეტო კოდექსის'' პროექტი გულსიხმობს, რომელიც პარლამენტში მომავალის წლის ბიუჯეტის პროექტთან ერთად შემოვიდა.
კანონპროექტით, განსაზღულია ის ძირითადი პრინციპები, რომლის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სესხის გაცემა შესაძლებელია.
რაც შეეხება ავტონომიური რესპუბლიკებსა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებს, ისინი უფლებამოსილნი არიან ბიუჯეტიდან სესხი მხოლოდ ფინანსთა სამინისტროსთან შეთანმხებით გასცენ.
პროექტის თანახმად, ბიუჯეტიდან სესხი მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის ან მთავრობის განკარგულების საფუძველზე გაიცემა. განკარგულებით უნდა განისაზღვროს სესხის მიზნობრიობა, სესხის გაცემის წყარო, რაც შეიძლება იყოს როგორც საბიუჯეტო დაწესებულების ასიგნება, ისე პრეზიდენტის ან მთავრობის სარეზერვო ფონდი. განკარგულებაში განსაზღვრული უნდა იყოს სესხის გამცემი, სესხის გამომყოფი, სესხის მიმღები, კონტროლის განმახორციელებელი და სესხის ხელშეკრულების მონაწილე სხვა მხარეები; სესხის ოდენობა, სესხით სარგებლობის წლიური საპროცენტო განაკვეთი; სესხით სარგებლობის და დაბრუნების ვადები.
კოდექსის პროექტში ასევე გაწერილია, ვინ შეიძლება იყოს სესხის მიმღები. კერძოდ, საბიუჯეტო ასიგნებებიდან გაცემული სესხის მიმღები შეიძლება იყოს საქართველო საგადასახადო კოდექსით განსაზღული საწარმო ან ორგანიზაცია, ან "მეწარმეთა შესახებ'' კანონით განსაზღული ნებისმიერი სამართლებრივი ფორმის მეწარმე სუბიექტი ან ფიზიკური პირი.
კანონპროექტის განხილვა პარლამენტში რამდენიმე კვირაში დაიწყება.