"ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატებისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია „გვახოვდეს ჰიპოკრატეს" თანამშრომლობით, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა „ თბილისის ჯანდაცვის განვითარების გზები" შეიქმნა.
პროგრამას განსახილველად თბილისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე წარადგენენ.
„თავისუფალი დემოკრატები" ხელისუფლებას ისეთ პროექტს სთავაზობენ, რომლის განხორციელების შედეგად: ყოველ მოქალაქეს პირადი ექიმი ეყოლება; მოხდება 5-დან 60 წლამდე ასაკის მოსახლეობის გადაუდებელი სასწრაფო დახმარებით უზრუნველყოფა; დარეგულირდება სიცოცხლისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანი მედიკამეტების ფასები; განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული 350 დასახელების ძირითადი მედიკამენტების სახელმწიფოს მიერ შესყიდვა; მოხდება სამედიცინო პერსონალის „პროფესიული პასუხისმგებლობის" დაზღვევა;