რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით შეერთებული შტატების მისია ეუთოში განცხადებას ავრცელებს.
"12 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესია და ოკუპაცია დაიწყო. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ოკუპაცია და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის შეიარაღებული ძალების კონფლიქტის წინანდელ პოზიციებზე დაბრუნება", - აღნიშნულია განცხადებაში.