ვენეციის კომისიამ საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ კომისიის 15-16 ოქტომბრის სხდომაზე მიღებული საბოლოო მოსაზრება გამოაქვეყნა. საბოლოო მოსაზრება კომისიის მიერ 8 ოქტომბერს გამოქვეყნებულ, მეორე წინასწარ რეკომენდაციებს შეესაბამება.
კომისია იმეორებს თავის მოსაზრებას, რომ საკონსტიტუცო რეფორმა რამოდენიმე წინ გადადგმულ ნაბიჯს და მნიშვნელოვან გაუმჯობესებას შეიცვას, თუმცა ვენეციის კომისიის აზრით, რამდენიმე საკონსტიტუციო ცვლილება უნდა გადაისინჯოს.
"კომისია მიიჩნევს, რომ უკეთესი იქნება პარლამენტის უფლებამოსილებების შემდგომი გაძლიერება. დებულებები მთავრობის ფორმირებისა და განსაკუთრებით, უნდობლობის გამოცხადების შესახებ, ასევე საკითხები, რომლებიც საბიუჯეტო საკითხებში პარლამენტის უფლებამოსილებებს ეხება, უნდა გადაისინჯოს," - ნათქვამია ვენეციის კომისიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები 15 ოქტომბერს დაამტკიცა. ვენეციის კომისიამ კი თავისი საბოლოო მოსაზრება გუშინ გამოაქვეყნა.