ჩეჩნეთის პარლამენტის ტერიტორიაზე ტერორისტთა-თვითმკვლელმა დღეს ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში მოიყვანა. აფეთქების შედეგად, ჯერ ჯერობით დაუზუსტებელი ინფორმაციით დაღუპულია ორი ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ჩეჩნეთის სამართალდამცავ ორგანოებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით აქვეყნებს. გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დადასტურებული ინფორმაცია მსხვერპლის რაოდენობის შესხებ ჯერ ჯერობით არ არსებობს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დილით როდესაც დეპუტატები თავიანთი ავტომობილებით პარლამენტის შენობის ეზოში შედიოდნენ, მათთან ერთად ტერორისტების სავსე ავტომობილიც შევიდა. ერთ-ერთმა მათგანმა თავი აიფეთქა, ორმა ტერორისტმა პარლამენტის შენობამდე მიღწევა შეძლო. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა პარლამენტის ტერიტორიაზე რამდენიმე წუთი მიმდინარეობდა.
შემთხვევის ადგილზე ამჟამად იმყოფება ჩეჩნეთის შს სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმები, რესპუბლიკის ომონი, ჩეჩნეთის პრეზიდენტის დაცვის სამსახური. პარლამენტის მთელი სამოქალაქო პერსონალი ევაკუირებულია. ტერიტორია ბლოკირებული. ადგილზე იმყოფება ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი. ბოევიკების განადგურების ოპერაციას სწორედ ის ხელმძღვანელობს.
ერთ-ერთ ინფორმაციით, რამდენიმე ბოევიკი პარლამენტის შენობის ერთ ერთ განყოფილებაში გამაგრებული. აღსანიშნავია, რომ გროზნოში იმყოფება რუსეთის შს მინისტრი რაშიდ ნურგალიევი.
მასალის გამოყენების პირობები