პერევიდან რუსეთის ჯარის გასვლას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში ბარონესა კეტრინ ეშტონი პოზიტიურ მოვლენად აფასებს.
ეშტონი იმედოვნებს, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაფორმებულ ექვსპუნქტიან შეთანხმებას სრულად შეასრულებს.
"ევროკავშირი ერთგული რჩება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების და მოუწოდებს ყველა მხარეს, გადაგდან ნაბიჯები ადგილზე ვითარების ნორმალიზებისათვის. მათ უნდა განაგრძონ დიალოგი, როგორც კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი საშუალება", - ნათქვამია ეშტონის განცხადებაში, რომელიც ოკუპანტების მიერ პერევის დატოვების შემდეგ გამოქვეყნდა.