საქართველოში ამერიკის ატლანტიკის საბჭოს სამუშაო ჯგუფი ჩამოვიდა. ჯგუფი საქართველოში სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა მოიწვია.
ვიზიტის ფარგლებში ჯგუფის წევრები ქვეყანაში არსებული პოლიტიკურ ვითარებას შეისწავლიან, მოამზადებენ რეკომენდაციებს და თავიანთი ქვეყნის აღმასრულებელ და საკანონმდებლო სტრუქტურებს წარუდგენენ.
დაგეგმილია ატლანტიკის საბჭოს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა სხვადასხვა პოლიტიკურ ორგანიზაციასთან.