"აშშ-სა და რუსეთს შორის საქართველოს საკითხი კვლავ უთანხმოების საგნად რჩება", - ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ფილიპ გორდონმა ჰოპკინსის სახელობის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. გორდონმა "თეთრი სახლის" სახელით საქართველოსადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები საქართველოს ნატოში გაწევრიანებას კვლავ მხარს უჭერს. მანვე, საქართველოში ეუთოს მისიის არსებობის აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეუთოს შეეძლო უზრუნველყო გამჭვრივალობა რეგიონში.
"ჩვენ დიდი ხანია ხაზს ვუსვამთ, რომ ნატოს რუსეთის საბჭოს ფარგლებში ნატოსა და რუსეთს ერთად ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ, საერთო უსაფრთხოების ხელშეწყობისათვის. მნიშვნელოვანი აზრთა სხვადასხვაობა გვაქვს რუსეთთან საქართველოს საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ეს არ უნდა გახდეს იმის მიზეზი, რომ რუსეთთან მუშაობა შევწყვიტოთ, რადგან შესაძლოა გარკვეულ პროგრესს მივაღწიოთ იმ საკითხბეში, რომლებშიც ერთმანეთს არ ვეთანხმებით. ჩვენ მკაფიო პოზიცია გვაქვს და რამდენჯერმა განვაცხადეთ, მათ შორის სახელმწიფო მდივნის თბილისში ვიზიტის დროსაც, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. ასევე ვმონაწილეობთ ნატო საქართველოს კომისიაში რათა გაგრძელდეს რეფორმები საქართველოს შეიარარებულ ძალებში", - განაცხადა ფილიპ გორდონმა.