19-24 ოქტომბერს საქართველოში გაეროს კვირეული გაიმართება. გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში აწყობს მთელ ღონისძიებებათა კვირეულს გაეროს დღის, 24 ოქტომბრის აღსანიშნავად.
წლევანდელი კვირეული ეძღვნება საქართველოში ათასწლეულის განვითარების მიზნების შესრულების მიმდინარეობას და ახალგაზრდობის მონაწილეობას ქვეყნის განვითარების პროცესში.
გაეროს წარმომადგენლობის ინიციატივით გაიმართება საინფორმაციო სემინარები სტუდენტებისთვის, გაეროს მოდელირება ათასწლეულის განვითარების მიზნებისა და მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე, გაიმართება არაფორმალური შეხვედრები ჟურნალისტებთან და მედიასაშუალებების მთავარ რედაქტორებთან და აგრეთვე გაეროს დახმარების პროგრამების ბენეფიციარებთან.
კვირეულის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება.