ხვალ, 19 ოქტომბერს, 10:00 საათზე, "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ლიდერები ატალანტიკური საბჭოს დელეგაციას შეხვდებიან. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, შეხვედრა პარტიის ოფისში გაიმართება.
შეგახსნებთ, რომ თბილისს სამდრიანი ვიზიტით აშშ-ის ატლანტიკის საბჭოს დელეგაცია ეწვევა, რომლის ჩამოსვლის მიზანს წარმოადგენს საქართველოში არსებული ვითარების, პოლიტიკური სიტუაციის შესწავლა.
ატლანტიკის საბჭოს დელეგაცია საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ რეკომენდაციებს შეიმუშავებს, რომლის საფუძველზედაც მოხდება ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში.
ატლანტიკის საბჭოს დელეგაციის წევრები საქართველოს ყველა სახელმწიფო უწყებაში მინისტრებისა და მოადგილეების დონეზე გამართავენ შეხვედრებს.