სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე ზაზა ლეჟავა თავისუფალია და ამჟამად, იგი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, კერძოდ კარანტინში იმყოფება.
"გიდასტურებთ, რომ 25 ივლისს მოხდა მოქალაქე მალხაზ ლეჟავას უკანონო დაკავება. ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებულ იქნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედდა ცხელი ხაზი. შედეგად, ლეჟავა გუშინვე გათავისუფლდა. იგი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, კარანტინში იმყოფება", – აცხადებენ სუს-ში.
მალხაზ ლეჟავა ოკუპირებულ სოფელ ღრომთან ახლოს ღვთისმშობლის სახელობის ტაძართან ახლოს გუშინ დააკავეს და გუშინვე გაათავისუფლეს.