ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ზალმაი რასულის თვითმფრინავმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტექნიკური დაფრენა განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, 17 ოქტომბერს თბილისის აეროპორტში სტუმარს დახვდა საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის, აფრიკის, ავსტრალიის და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი ლევან ასათიანი.
აეროპორტის განსაკუთრებულ სტუმართა მისაღებ სალონში მხარეებმა ისაუბრეს რეგიონალურ პრობლემებსა და საქართველო-ავღანეთის ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივების შესახებ.