საქართველოსა და ირანს შორის უვიზო რეჟიმის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ სამუშაოები დაასრულა.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განმარტა, შემუშავებულია ოფიციალური დოკუმენტი, რომელზეც ქართულმა მხარის მიერ იურიდიული პროცედურები უკვე დასრულდა.
"ჩვენი მხრიდან უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებაზე მზაობა უკვე არსებობს, მაგრამ ველოდებით ირანის საგრეო საქმეთა მინისტრის მანუჩეხრ მოტაკი ოფიციალურ ვიზიტს, რომლის საქართველოშიო ჩამოსვლის დროსაც მოხდება ხელშეკრულების გაფორმება", - აღნიშნა კალანდაძემ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ჯერჯერობით უცნობია ირანის საგრეო უწყების ხელმძღვანელის თბილისში ვიზიტის თარიღი.