ევროკავშირის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის გამარტივებასა და რეადმისიასთან დაკავშირებით ხელშეკრულება წლის ბოლომდე გაფორმდება, _ ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით მოსამზადებელი სამუშაოები დასრულების ფაზაშია და ამ ეტაპზე ქართული მხარე ელოდება, რომ ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან მოხდეს რატიფიცირება.
როგორც ცნობილია, გამარტივებული პროცედურებით ევროპის ქვეყნებში სამოგზაუროდ ვიზების აღება ბიზნესმენებს, სტუდენტებს, კვალიფიკაციის ამაღლების მსურველ პირებს, სამკურნალო მიზნით წამსვლელებს, უცხოეთში ახლო ნათესავების მყოფებს, ჟურნალისტებს და სხვა დარგის სპეციალისტებს შეეხებათ.
შეგახსენებთ, რომ პროცედურულად გამარტივებული სავიზო რეჟიმი და რეადმისიის შესახებ შეთანხმება ძალაში დოკუმენტების ოფიციალურად გაფორმებიდან 9 თვეში შევა.